
ღვინის დეგუსტაციის კონკურსის ფარგლებში სომხეთში დაახლოებით 400 საერთაშორისო ღვინის ექსპერტი, ჟურნალისტი, სომელიე, მყიდველი და ა.შ. ჩამოვა.
დააგემოვნებენ 65 ქვეყნიდან დაახლოებით 8000 სახეობის ღვინოს. კონკურსის შემდეგ დაახლოებით 30 საერთაშორისო ჟურნალისტის მედიატური გაიმართება.
21 მაისს, 09:00 საათზე, კარენ დემირჩიანის სახელობის სპორტულ-საკონცერტო კომპლექსში შედგება დეგუსტაციის ოფიციალური გახსნის ცერემონია.







