კულტურა

„ეკუმენიზმის პიონერი“. პაპი ლევონ XIV ნერსეს შნორჰალის შესახებ  –  ის კათოლიკური ეკლესიის სიაშიც შეიყვანეს

ვატიკანში კილიკიის კათოლიკოს არამ I-თან შეხვედრისას, პაპმა ლევონ XIV-მ სომხური სამოციქულო ეკლესიის ერთ-ერთი წმინდანი, ნერსეს შნორჰალი ახსენა და ის „ეკუმენიზმის პიონერად“ მოიხსენია.

რომის კათოლიკე პაპმა იმავე შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ შნორჰალი „ამ რამდენიმე ხნის წინ რომის ეკლესიის მოწამეთა სიაში შეიყვანეს“ და რომ ეს „წმინდანთა უნივერსალურობის ახალი მაგალითია, რომელიც უკვე აერთიანებს ჩვენს ეკლესიებს“, იუწყება ვატიკანის რადიოს კორესპონდენტი რობერტ ატარიანი.

რომის პაპმა ლეონ XIII-მ კილიკიის კათოლიკოს არამთან შეხვედრისას ასევე განაცხადა, რომ წმინდა ნერსეს შნორჰალი  რომის ეკლესიის ჰაისმავორკუმში (წმინდანთა ისტორია) შეიყვანეს და რომ ამიერიდან მისი ხსოვნის დღეს რომის კათოლიკური ეკლესიაც აღნიშნავს.

წმინდა ნერსეს IV კლაეცი (შნორჰალი, 1102–1173) სომხური ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე ფიგურაა, ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი, ნიჭიერი პოეტი, მუსიკოსი, თეოლოგი და პანქრისტიანული ეკლესიის მოღვაწე. თავისი ნაზი, მადლიანი ხასიათის, ასევე დიდი სამეცნიერო და სულიერი მიღწევების გამო, მან მიიღო „შნორჰალის“ საპატიო წოდება.

წმინდა ნერსეს შნორჰალი ქრისტიანული ერთიანობის მუდმივი დამცველი იყო. მისი გარდაცვალებიდან 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ვატიკანმა გამოუშვა სპეციალური საფოსტო მარკა და სამახსოვრო კუპიურა, რომლებიც მიმოქცევაში 2023 წლის 21 სექტემბერს, სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღეს, გამოვიდა.

ნახეთ მეტი
Back to top button