პოლიტიკა

მოსკოვმა ერევნისგან ოფიციალური შეტყობინება მიიღო, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ლიდერთა მოსალონელ შეხვედრას არ დაესწრება

რუსეთმა სომხეთისგან მიიღო ოფიციალური შეტყობინება იმის შესახებ, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მონაწილეობას არ მიიღებს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ლიდერთა სამიტში, რომელიც 28 მაისს ასტანაში გაიმართება.

Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ ბრიფინგზე განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

„ჩვენ სომხური მხარისგან მივიღეთ ოფიციალური შეტყობინება, რომ პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ვერ შეძლებს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ლიდერთა მოახლოებულ შეხვედრაში მონაწილეობას. სომხეთს ვიცე-პრემიერი მჰერ გრიგორიანი წარმოადგენს“, – განაცხადა ზახაროვამ და დასძინა, რომ ყოფილა მსგავსი სიტუაციები, როდესაც კავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს მონაწილეობა არ მიუღიათ ორგანიზაციის ორგანოების მუშაობაში.

ზახაროვამ მორიგჯერ ისაუბრა სომხეთის ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან დაახლოების კურსზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათ არაერთხელ განაცხადეს -ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირსა და ევროკავშირში ერთდროულად წევრობა შეუძლებელია.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უფრო ადრე განაცხადა, რომ მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევს აცნობა, რომ სომხეთში წინასაარჩევნო კამპანიის გამო ვერ შეძლებდა ყაზახეთში 28 მაისს დაგეგმილ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სხდომაზე დასწრებას.

ნახეთ მეტი
Back to top button