ეკონომიკა

რუსეთი 22 მაისიდან სომხეთიდან ყვავილების იმპორტს შეზღუდავს

რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალური სამსახური (როსელხოზნადზორი) 2026 წლის 22 მაისიდან სომხეთიდან ყვავილების იმპორტზე დროებით შეზღუდვებს დააწესებს.

შეზღუდვები ძალაში იქნება სომხეთის სათბურის მეურნეობების შემოწმების დასრულებამდე და შედეგების ანალიზამდე.

უწყების ცნობით, გადაწყვეტილება რუსეთის ფიტოსანიტარიული უსაფრთხოებისა და ექსპორტის პოტენციალის დასაცავად იქნა მიღებული.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სომხეთის სურსათის უვნებლობის ინსპექტირების ორგანოს მიერ მოწოდებული გარანტიების მიუხედავად, ევრაზიული ეკონომიკური კავშირისთვის საკარანტინო პროდუქტების გამოვლენა გრძელდება.

კერძოდ, იმპორტირებულ  96 000 200 ყვავილში  დარღვევის 135 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 2025 წელს გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობის 77%-ს შეადგენს.

ნახეთ მეტი
Back to top button