პოლიტიკა

მხოლოდ სომხეთს შეუძლია მიიღოს  გადაწყვეტილება ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან  სომხეთის გასვლის შესახებ – ფაშინიანი

ევრაზიის ეკონომიკური კავშირის დებულებების შესაბამისად, მხოლოდ სომხეთს შეუძლია მიიღოს  გადაწყვეტილება ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან  სომხეთის გასვლის შესახებ.   მხოლოდ სომხეთს შეუძლია განიხილოს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში სომხეთის სტატუსის საკითხი.

ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. სომხეთის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში წევრობის თემაზე საუბრისას, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ კავშირის რეგულაციების თანახმად, წევრი სახელმწიფოს გასვლის შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ მოცემულ სახელმწიფოს შეუძლია მიიღოს.

„მხოლოდ სომხეთს შეუძლია განიხილოს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში სტატუსის საკითხი ევრაზიული ეკონომიკური კავშირში დებულებების შესაბამისად. მხოლოდ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრს შეუძლია გასვლის შესახებ გადაწყვეტილება, სხვა პროცესი არ არსებობს. ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ ნებისმიერი საკითხი და ვფიქრობ, ჩვენს პარტნიორებს შეიძლება ჰქონდეთ კითხვები და ჩვენ მოთმინებით ვუპასუხებთ ყველა კითხვას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ადრე, რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა TASS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, რომელიც 29 მაისს ასტანაში გაიმართება, წევრი სახელმწიფოების მეთაურები განიხილავენ სომხეთის კავშირში სტატუსის საკითხს.

ნახეთ მეტი
Back to top button