
ახალქალაქი-ყარსის რკინიგზა სომხეთიდან ექსპორტისა და სომხეთში იმპორტისთვის გაიხსნა. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თავის Facebook გვერდზე დაწერა.
„სიამოვნებით გაცნობებთ, რომ ახალქალაქი-ყარსის რკინიგზა, ისევე როგორც აზერბაიჯანის რკინიგზა, სომხეთიდან ექსპორტისა და სომხეთში იმპორტისთვის გაიხსნა. ეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში დიდი მოვლენაა. მადლიერი ვარ ჩვენი თურქი და ქართველი პარტნიორების.
დღეს სომხეთს რკინიგზა აქვს რუსეთთან საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით, შემდეგ კი ჩინეთთან რუსეთისა და ყაზახეთის ტერიტორიის გავლით. ახლა ასევე ევროკავშირთან საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიის გავლით. უახლოეს მომავალში, სომხეთ-თურქეთის, სომხეთ-აზერბაიჯანის და შემდეგ სომხეთ-ირანის რკინიგზის გახსნა ნახიჩევანის გავლით. ამ მოვლენებს უახლოეს მომავალში TRIPP პროექტის განხორციელების შედეგად ვიხილავთ“, – წერს ფაშინიანი.







