ერევანში დასრულდა მსოფლიოში პრესტიჟული Concours Mondial de Bruxelles-ის ღვინის დეგუსტაციის კონკურსი

19-23 მაისს, სომხეთში პირველად ჩატარდა მსოფლიოში პრესტიჟული „Concours Mondial de Bruxelles“-ის ღვინის დეგუსტაციის კონკურსი, რომლის ფარგლებშიც სომხეთში დაახლოებით 400 საერთაშორისო ექსპერტი, ჟურნალისტი, სომელიე და მეღვინეობის ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლები ჩავიდნენ. ამის შესახებ იტყობინება ეკონომიკის სამინისტრო.

20 მაისს, გარნის ტაძარში გაიმართა მიღება, რომლის დროსაც გახსნითი სიტყვით გამოვიდა სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი გევორგ პაპოიანი.
21 მაისს, ერევანში, მინისტრ პაპოიანის მონაწილეობით, გაიმართა დეგუსტაციის კონკურსის ოფიციალური გახსნის ცერემონია. კონკურსის დროს, საერთაშორისო ღვინის ექსპერტებმა დააგემოვნეს დაახლოებით 65 ქვეყნის 8000 სახეობის ღვინო, მათ შორის დაახლოებით 130 სახეობის სომხური ღვინო.

დეგუსტაციის კონკურსის ბოლო დღეს, გამოცხადდა, რომ კონკურსის შემდეგი მასპინძელი ქვეყანა პორტუგალია იქნება.
შეგახსენებთ, რომ სომხეთი რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელიც ასეთი მასშტაბის გლობალურ ღვინის დეგუსტაციის კონკურსს მასპინძლობს.







