
სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზების საკითხებში თურქეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა სერდარ კილიჩმა X-ზე გააზიარა სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის პოსტი, რომელშიც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ახალქალაქი-ყარსის რკინიგზა გაიხსნება სომხეთიდან ექსპორტისა და სომხეთში იმპორტისთვის.
„ეს არის ახალი ნაბიჯი თურქეთსა და სომხეთს შორის ნორმალიზაციის პროცესის ფარგლებში პირდაპირი ვაჭრობის კუთხით. იმედი მაქვს, რომ ეს ახალი ნაბიჯი, რომელიც ასევე განავითარებს თურქეთს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ოთხმხრივ თანამშრომლობას და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობაში, სასარგებლო იქნება ყველა ამ ქვეყნისთვის“, – წერს კილიჩი Armenpress-ის ცნობით.
ადრე ფაშინიანმა თავის Facebook გვერდზე დაწერა, რომ ახალქალაქი-ყარსის რკინიგზა ახლა ღიაა სომხეთიდან ექსპორტისა და სომხეთში იმპორტისთვის.







