პოლიტიკა

რუსეთში სომხური მინერალური წყლის  „ჯერმუკის“ იმპორტი და გაყიდვა აიკრძალა

„როსპოტრებნადზორმა“ რუსეთში სომხური  მინერალური წყლის „ჯერმუკის“ იმპორტი და გაყიდვა აკრძალა.

Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ იუწყება Meduza „როსპოტრებნადზორის“ განცხადებაზე დაყრდნობით.

„წყალში ნახშირწყალბადების, ქლორის და სულფატების ჭარბი შემცველობა აღმოჩნდა. სამკურნალო ღირებულების მქონე პროდუქტების შესახებ შეცდომაში შემყვანმა ინფორმაციამ შეიძლება არაეფექტური მკურნალობა და ჯანმრთელობის გაუარესება გამოიწვიოს“, – ნათქვამია სტრუქტურის განცხადებაში.

აკრძალვა ძალაში დაუყოვნებლივ შევიდა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს „როსპოტრებნადზორმა“ აკრძალა მინერალური წყლის  ,,ჯერმუკის” პარტიის იმპორტი და გაყიდვა, რომელიც 2025 წლის 23 ოქტომბრიდან 2026 წლის 17 თებერვლამდე იწარმოებოდა. მაშინ გამოცხადდა, რომ მინერალურ წყალში ნახშირწყალბადების, ქლორის და სულფატების ჭარბი რაოდენობა აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ 2026 წლის 20 მაისს „როსსელხოზნადზორმა“ სომხეთიდან ყვავილების იმპორტზე შეზღუდვები დააწესა.

ნახეთ მეტი
Back to top button