მთავარიპოლიტიკა

სომხეთს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ეწვევა

26 მაისს სომხეთს ეწვევა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო.

Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ იტყობინება სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და აღნიშნავს, რომ გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანისა და მარკო რუბიოს შეხვედრა, რის შემდეგაც მინისტრები პრესისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

დაგეგმილია ორმხრივი დოკუმენტების ხელმოწერა.

შემდეგ კი გაიმართება სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანის პრესკონფერენცია მედიის წარმომადგენლებთან.

ნახეთ მეტი
Back to top button