
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანელის, ევროსიმა პეიოვიჩის ხელმძღვანელობით დელეგაციას სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უმასპინძლა.
როგორც ცესკო იუწყება, მისია მომავალ არჩევნებზე სომხეთში დაახლოებით 100 დამკვირვებელს გაგზავნის.
ცესკოს თავმჯდომარე, ვაჰაგნ ჰოვაკიმიანი სტუმრებს მიესალმა და არჩევნებისთვის კომისიის მოსამზადებელი სამუშაოები წარუდგინა.







