პოლიტიკა

მოსკოვმა მოისმინა განცხადებები, რომ სომხეთი არ ჩაერთვება ანტირუსულ რიტორიკაში – პესკოვი

მოსკოვმა მოისმინა განცხადებები, რომ სომხეთი არ ჩაერთვება ანტირუსულ რიტორიკაში. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

26 მაისს, სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ვიზიტია მოსალოდნელი. ჟურნალისტებმა ვარაუდობდნენ, რომ შეხვედრის დროს შესაძლოა ანტირუსული განცხადებები გაკეთდეს და ამასთან დაკავშირებით პესკოვს ჰკითხეს, როგორ უყურებს კრემლი ასეთ პრაქტიკას.

„რამდენიმე დღის წინ, ჩვენ მოვისმინეთ როგორც ფაშინიანის, ასევე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებები, რომ სომხეთი არ ჩაერთვება ანტირუსულ რიტორიკაში. ჩვენ მოვისმინეთ ეს განცხადებები“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

ნახეთ მეტი
Back to top button