
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ეროვნულ დღესასწაულთან, სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით მილოცვის წერილი გაუგზავნა.
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ მიმართვაში ნათქვამია:
„სომხეთის რესპუბლიკის მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად გილოცავთ საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს, სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს. საქართველოსთან ძმური ურთიერთობების შემდგომი განმტკიცება ჩვენი მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომელსაც უკვე პრაქტიკული და ინსტიტუციონალიზებული სტრატეგიული პარტნიორობის ხასიათი აქვს. განსაკუთრებული კმაყოფილებით ხაზს ვუსვამ თქვენს მიერ ხელმძღვანელობით დელეგაციის მონაწილეობას ერევანში გამართულ ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მე-8 სამიტში.
ასევე, ჩვენ დიდად ვაფასებთ საქართველოს მთავრობისა და პირადად თქვენი ძალისხმევას რეგიონული თანამშრომლობისკენ. კიდევ ერთხელ გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ ეფექტურ საქმიანობას, თქვენს ქვეყანას კი – მშვიდობასა და კეთილდღეობას“, – ნათქვამია მილოცვის წერილში.







