პოლიტიკა

ნიკა გვარამია – მინდა, ჩვენი ტელეფონების ანთებით თბილისიდან ერევანში მივესალმოთ მარკო რუბიოს

1tv.ge წერს, მინდა, თბილისიდან ერევანში მივესალმო მარკო რუბიოს და მივესალმოთ ჩვენი ტელეფონების ანთებით, შემდეგ ჯერზე თბილისში! – ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო იმსახურებს, რომ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი შავი ზღვისპირეთის მთავარ ქალაქში – თბილისში წყდებოდეს.

„საქართველო იმსახურებს ყველა ჩვენს მეგობარს ამიერკავკასიის, როგორც მანამდე ეძახდნენ და ახლა კი შავი ზღვისპირეთის მთავარ ქალაქში – თბილისში. აქ უნდა ჩამოდიოდეს ყველა და აქ უნდა წყდებოდეს მთავარი საკითხები. სწორედ აქ, თბილისში ვესალმებით მარკო რუბიოს, აშშ-ს, ევროკავშირს, ჩვენს დიდ ბრიტანელ ძმებს და დებს, ყველას, ვისაც უყვარს საქართველო და ყველას, ვინც გვიყვარს ქართველებს“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ხანმოკლე ვიზიტით იმყოფებოდა ერევანში, სადაც აეროპორტშივე მოაწერა ხელი სომხეთსა და აშშ-ს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას. მარკო რუბიომ ერევანი უკვე დატოვა.

ნახეთ მეტი
Back to top button