
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ორმხრივ ურთიერთგაგების მემორანდუმებს მოაწერეს ხელი.
სომხეთსა და აშშ-ს შორის ორმხრივი დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. დოკუმენტებს ხელი მოაწერეს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ.
სომხეთსა და აშშ-ს შორის პარაფირება გაფორმდა „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ“ პროექტის ფარგლებში სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო შეთანხმებაზე. ის მიზნად ისახავს სომხეთ-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებას, უსაფრთხოების თანამშრომლობას და რეგიონული კომუნიკაციების (ტრანზიტული კომუნიკაციების) განვითარებას.
ხელმოწერილი იქნა სომხეთსა და აშშ-ს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია.
სომხეთსა და აშშ-ს შორის ასევე, ხელი მოეწერა ჩარჩო მემორანდუმს უმნიშვნელოვანესი მინერალებისა და იშვიათი მადნების მოპოვებისა და გადამუშავების სფეროში მომარაგების უზრუნველყოფის შესახებ.
ხელმოწერის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
2026 წლის 9 თებერვალს, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ჯეიმს დ. ვენსის ერევანში ისტორიული ვიზიტის დროს, ხელი მოეწერა შეთანხმებას სამოქალაქო ბირთვული თანამშრომლობის შესახებ.







