პოლიტიკა

ჩვენ ნულიდან შევქმენით არმია. ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ 28 მაისს რესპუბლიკის მოედანზე გასამართ სამხედრო აღლუმზე წარმოდგენილი იქნება სომხეთის მიერ 2022 წლის შემდეგ შეძენილი შეიარაღება.

Armenpress-ის ცნობით, კოტაიქის ოლქში, მეღრაძორის დასახლების მაცხოვრებლებთან შეხვედრისას, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სამხედრო აღლუმი იქნება „ანგარიშგების სამხედრო აღლუმი“.

„ჭორაობენ, რომ ჩვენ არმია გავანადგურეთ. ჩვენ არ გავანადგურეთ არმია, მაგრამ გვერდზე გადავდეთ მათი ნანგრევები, რომელსაც არმია ჰქვია და ნულიდან შევქმენით არმია. მოდით რესპუბლიკის მოედანზე და ნახეთ ეს არმია“, – თქვა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, სამხედრო აღლუმზე წარმოდგენილი სამხედრო ტექნიკის დაახლოებით 90 პროცენტი 2022 წლის შემდეგ იქნა შეძენილი.

ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთის არმიის არტილერიის ერთ-ერთ მთავარ საშუალებად მიჩნეული საარტილერიო სისტემა D-30, სომხეთმა, ქარხნული წარმოების  ვერსიით პირველად მიიღო 2023 წელს.

„ჩვენ ვართ პირველი მომხმარებელი, ის ქარხნიდან გამოვიდა და სომხეთის რესპუბლიკაში მოვიდა“, – თქვა მან.

პრემიერ-მინისტრმა ასევე შეეხო სომხეთის შეიარაღების მდგომარეობას წარსულში და აღნიშნა, რომ არმიის იარაღის უმეტესი ნაწილი 1950-იან და 70-იან წლებში იყო წარმოებული.

„ჩვენი არმიის იარაღის 70 პროცენტი 70-იანი, 60-იანი და 50-იანი წლების იარაღი იყო“, – თქვა ფაშინიანმა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა აღიარეს, სომხეთისთვის საერთაშორისო ბაზრებზე სამხედრო აღჭურვილობის შეძენის თვალსაზრისით ახალი შესაძლებლობები შეიქმნა.

„როდესაც ჩვენ ვაღიარეთ ჩვენი მეზობლების ტერიტორიული მთლიანობა და ჩვენმა მეზობლებმაც აღიარეს ჩვენი, იარაღის ბაზარი ჩვენთვის გაიხსნა, რადგან ეს არის ლეგიტიმური უფლება, დავიცვათ ჩვენივე ტერიტორიის უსაფრთხოება და ხელშეუხებლობა“, – თქვა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button