
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს დაბადების დღე მიულოცა.
Armenpress-ის ცნობით, ვლადიმირ პუტინის მისალოც გზავნილში, კერძოდ, ნათქვამია:
„პატივცემულო ნიკოლ ვოვას ძე, მიიღეთ ჩემი გულწრფელი მოლოცვა დაბადების დღესთან დაკავშირებით. ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ურთიერთობებს ტრადიციულად მეგობრული ხასიათი აქვს და ჩვენ დაინტერესებულნი ვართ მათი შემდგომი პროგრესული განვითარებით. მსურს გისურვოთ ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და წარმატებები“.







