მთავარიპოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანმა საზღვრის დემარკაციაზე ისაუბრა

ტავუშის ბერდავანის თემში წინასაარჩევნო კამპანიის დროს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში მნიშვნელოვანი მოვლენებია მოსალოდნელი: საზღვრის დემარკაცია მოხდება.

მან აღნიშნა, რომ საზღვრის დემარკაციის შედეგად აღდგება საბჭოთა კავშირის დროს არსებული ხაზი. „მშვიდობა დამყარებულია იმის საფუძველზე, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი აღიარებენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და საზღვრებს. ეს ნიშნავს, რომ საზღვარი ისეთივე იქნება, როგორიც იყო საბჭოთა სომხეთში. საზღვრის დემარკაცია დაიწყება ჩრდილოეთიდან და დასრულდება ირანის საზღვართან. იმ ადგილებში, სადაც დავიწყებთ TRIPP პროექტის განხორციელებას, საზღვარს მოკლე მონაკვეთებად გავყოფთ. მოგვიწევს დავსხდეთ და დარჩენილ ტერიტორიაზე ვიმუშაოთ“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ ბერდავანში ასეთი პრობლემა არ არსებობს, სამაგიეროდ, მსგავსი პრობლემაა არწვაშენში.

ფაშინიანის თქმით, მას აქვს საკუთარი აღქმა საზღვრის საკითხთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ აზერბაიჯანის აღქმაც იგივეა.

„ჩემი აღქმაა, რომ საკითხი ახლავე ისე უნდა გადავჭრათ, რომ 10 წელიწადში, 20 წელიწადში, 30 წელიწადში, 50 წელიწადში, 100 წელიწადში კონფლიქტი ერთი ხის ან ერთი ბუჩქის გამო აღარ გაღვივდეს“, – დასძინა ნიკოლ ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button