პოლიტიკა

მართა კოსმა ფაშინიანს მიულოცა გამარჯვება და გამოაცხადა სომხეთ-ევროკავშირის სამუშაო ჯგუფის შექმნა

ევროკავშირის გაფართოების კომისარმა მართა კოსმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს საპარლამენტო არჩევნებში „სამოქალაქო ხელშეკრულების“ პარტიის გამარჯვებასთან დაკავშირებით მისალოცი წერილი გაუგზავნა.

Armenpress-ის ცნობით, ევროკომისარმა ამის შესახებ თავის მიკრობლოგ  X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა.

„გილოცავთ სომხეთის არჩევნებში წარმატებას. რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ზეწოლისა და ჩარევის ფონზე, ეს გამარჯვება კიდევ ერთხელ ადასტურებს სომხების არჩევანს, ჰქონდეთ ძლიერი, სუვერენული და დამოუკიდებელი სომხეთი“, – მისწერა კოსმა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს.

მან გამოაცხადა, რომ რაც შეიძლება მალე ეწვევა სომხეთს.

„ევროპის სოლიდარობა სომხეთის მიმართ ძალაშია. დღეს ჩვენ ასევე დავიწყებთ მუშაობას ახალ ევროკავშირ-სომხეთის სამუშაო ჯგუფში, რათა გავაღრმავოთ ჩვენი პარტნიორობა“, – აღნიშნა მართა კოსმა.

სომხეთში 7 ივნისს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, პარლამენტში მოსახვედრად ბარიერი სამმა პოლიტიკურმა ძალამ გადალახა: „სამოქალაქო კონტრაქტის“ პარტიამ 727 820 ანუ ხმების 49,825 პროცენტით, ბლოკმა „ძლიერი სომხეთი“ 340 088 ანუ ხმების 23,281 პროცენტით და ბლოკმა „სომხეთი“ 145 113 ანუ ხმების 9,934 პროცენტით. კენჭისყრის წინასწარი შედეგების თანახმად, პარტია „სამოქალაქო ხელშეკრულება“ პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებას და მთავრობის ფორმირებას შეძლებს.

ნახეთ მეტი
Back to top button