გაიმართა სომხურ-ამერიკული სამხედრო წვრთნების „Eagle Partner-2026“ დახურვის ცერემონია

„Eagle Partner-2026“ სამხედრო წვრთნების დახურვის ცერემონია 25 ივნისს სასწავლო ცენტრ „ზარში“გაიმართა. ამის შესახებ განცხადება გაავრცელა სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ.
წვრთნების ხელმძღვანელობამ მადლობა გადაუხადა პერსონალს ეფექტური თანამშრომლობისთვის, მაღალი პროფესიული მომზადებისთვის, წვრთნების წარმატებით ჩატარებისა და გამოცდილების გაცვლისთვის.
დახურვის ცერემონიის ფარგლებში პერსონალის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. 17-25 ივნისს სომხეთში გამართული სამხედრო წვრთნების „Eagle Partner-2026“ მიზანი იყო მონაწილე დანაყოფებს შორის თანამშრომლობის დონის ამაღლება საერთაშორისო სამშვიდობო მისიების განხორციელებისას, ერთობლივი ოპერაციების ორგანიზების გაუმჯობესება, პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განმტკიცება. „Eagle Partner“ სომხურ-ამერიკული ერთობლივი სამხედრო წვრთნაა. წელს წვრთნებში ასევე მონაწილეობდნენ საფრანგეთისა და საბერძნეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები.







