პოლიტიკა

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი სომხების გენოციდის აღიარებაზე: ჩემი აზრით, ეს ჩვენი, როგორც ებრაელების, მორალური მოვალეობაა

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი, მას შემდეგ, რაც ქვეყნის კაბინეტმა ერთხმად დაამტკიცა სომხების გენოციდის აღიარების რეზოლუცია, მოკლე სიტყვა წარმოთქვა, რომელშიც ისაუბრა კაცობრიობის წინააღმდეგ ამ დანაშაულის აღიარების მიზეზებზე.

საარის თქმით, „არასდროს არის გვიან სწორი ნაბიჯის გადადგმა“.

„დღეს ისრაელის მთავრობამ დაამტკიცა ჩემს მიერ წარდგენილი რეზოლუცია, რომელიც აღიარებს სომხების გენოციდს.

ეს საშინელი გენოციდი 100 წელზე მეტი ხნის წინ მოხდა და ისტორიულ ფაქტებთან დაკავშირებით რეალური დავა არ არსებობს.

ეს მოიცავდა მილიონ-ნახევარი ადამიანის მკვლელობას და უძველესი კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის განადგურებას. ჩემი აზრით, ეს ჩვენი, როგორც ებრაელების და, რა თქმა უნდა, როგორც ებრაელი ხალხის სახელმწიფოს მორალური მოვალეობაა. გადაწყვეტილება, რომელიც დღეს მივიღეთ, მიღებულია.

„მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და ჩემს კოლეგებს კაბინეტში მათი მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button