ერევნისთვის 650 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის პაკეტი დამტკიცდა – ავინიანი

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით გამართულ სამთავრობო საინვესტიციო კომიტეტის სხდომაზე დედაქალაქისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის სამი მსხვილი პროექტი დამტკიცდა.
„არმენპრეს“-ის ცნობით, ამის შესახებ ერევნის მერმა ტიგრან ავინიანმა თავის Facebook გვერდზე გამოქვეყნებული ვიდეოს საშუალებით განაცხადა. მერმა ვიდეოსთან ერთად პოსტიც დაწერა, სადაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერევნისთვის 650 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის პაკეტი დამტკიცდა.
„პირველი არის მეტროსადგურ „აჯაპნიაკის“ მშენებლობის პროგრამა. ჩვენ პრაქტიკულ ეტაპზე გადავდივართ. მივმართავთ საერთაშორისო პარტნიორებს, მივიღებთ წინადადებებს და შევარჩევთ იმ პარტნიორს, რომელთანაც შესაძლებელი იქნება პროექტის განხორციელების საკონკურსო პროცესის ყველაზე სწრაფად დაწყება. მეორე არის ერევნის მეტროს სრული მოდერნიზაცია.
„იგეგმება მოძრავი შემადგენლობის გაზრდა, ლიანდაგების, ვაგონების და სისტემის ძირითადი ინფრასტრუქტურის შეცვლა და განახლება. „მესამე არის ელექტროავტობუსების პროგრამა, რომლითაც ჩვენ დავასრულებთ სახმელეთო საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაწყებულ მასშტაბურ რეფორმებს“, – აღნიშნა ტიგრან ავინიანმა და მადლობა გადაუხადა მთავრობას ერევნისთვის მნიშვნელოვანი საინვესტიციო პაკეტით გაწეული მხარდაჭერისთვის.







