
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეკატერინბურგში „ინოპრომის“ საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინს შეხვდება.
Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ იტყობინება რუსული სააგენტო „ინტერფაქსი“.
მიშუსტინი ასევე შეხვდება ბელორუსის პრემიერ-მინისტრ ალექსანდრე ტურჩინს და ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრ ადილბეკ კასიმალიევს.
„ინოპრომის“ სამრეწველო კონფერენცია რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში 6-9 ივლისს გაიმართება.







