
დღეს ოფიციალური ვიზიტით სომხეთში ჩამოვა ურუგვაის აღმოსავლეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი როდოლფო ნინ ნოვოა.
როგორც გვაცნობეს სრ სს სამინისტროდან 14 აგვისტოს სრ სს სამინისტროში შედგება სომხეთისა და უარ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა.
ვიზიტის ფარგლებში ურუგვაის სს მინისტრს მიიღებს სრ პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი. გათვალისწინებულია შეხვედრები სხვა ოფიციალურ პირებთან.
ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა წიწერნაკაბერდს და ყვავილებით შეამკობს გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალურ კომპლექსს.







