
2019 წელს თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 26 პროცენტით გაიზარდა და 312 მილიარდ დრამზე ავიდა. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე.
როგორც მან თქვა, მთავრობამ დამატებით 2,3 მილიარდი დოლარი გამოყო საბრძოლო სამორიგეო პოსტებზე პირობების გსაუმჯობესებლად, მათ შორის გადაჭრილი იქნება საბრძოლო პოზიციებზე წყლის მიწოდების საკითხიც.
„2019 წლის ივნის-აგვისტოში გაიზარდა მზის ენერგიის გამომყენებელი საბრძოლო პოზიციების რიცხვი, 5-10 %-ით გაიზარდა სამხედრო საშუალებების რაოდენობაც. შეხების ზოლში გაიზარდა თანამედროვე სამეთვალყურეო მოწყობილობების რაოდენობა“-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. როგორც მან აღნიშნა გათვალისწინებულია თავდაცვის ბიუჯეტი სამომავლოდ გაიზარდოს 14 პროცენტით.







