კულტურა
დღეს იუნესკოს შტაბში აღინიშნება გამოჩენილი სომეხი მოღვაწეების – თუმანიანისა და კომიტასის იუბილე

იუნესკოში სიტყვით გამოვა სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი არაიკ ჰარუთიუნიანი. ფეისბუქის თავის გვერდზე მინისტრი წერს:
„იუნესკოს შტაბ-ბინაში აღვნიშნავთ ჩვენი ორი დიდი მოღვაწის პოეტ თუმანიანისა და კომპოზიტორ კომიტასის იუბილეს. ამასთან დაკავშირებთ კულტურისა და მეცნიერების სამინისტრომ მოაწყო გამოფენა და კონცერტი“.
იუნესკოს გენერალური კონფერენციის 39-ე სესიაზე, რომელიც გაიმართა იუნესკოს შტაბ -ბინაში გადაწყდა, რომ 2018-2019 წლის იუნესკოს ცნობილი ადამიანებისა და ღირსშესანიშნაობების კალენდარში შევლენ კომიტასი და ჰოვანნეს თუმანიანი, დაბადების 150-ე წლისთავთან დაკავშირებით.







