
სომხეთის რესპუბლიკის დელეგაცია, პრემიერ მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მეთაურობით, 20 დეკემბერს გაემგზავრება სანქტ-პეტერბურგში. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება პეტერბურგში დელეგაციის გაგზავნის შესახებ გამოქვეყნდა სომხეთის მთავრობის e-gov.am ვებგვერდზე.
სომხეთის პრემიერ მინისტრი დაესწრება ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომასა და დსთ-ს წევრი სახელმწიფოების არაფორმალურ სამიტს სანქტ-პეტერბურგში.







