ამ დღეებში აზერბაიჯანული მედიის მიერ ორგანიზებული კიდევ ერთი პროვოკაცია, რომელიც ეხმიანება თბილისელ სომეხთა ცრუ პრეტენზიებს ქართული ეკლესიების მიმართ, მიზნად ისახავს ქართული საზოგადოების ყურადღება გადატანილი იქნას დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გარშემო არსებული სიტუაციიდან და ქართულ საზოგადოებაში გავრცელებული იქნას ანტისომხური განწყობა. აზერბაიჯანული პრესაამ მეთოდს პირველად არ მიმართავს და ასეთი უსუსური საბაბით ხშირად ახდენს ყურადღების გაფანტვას მაშინ, როცა სიტყვა ეხება დავით გარეჯის საკამათო სასაზღვრო სამონასტრო კომპლექსს.
რაც შეეხება დავით გარეჯის კომპლექსს, ქართულმა ტელეკომპანიამ “მთავარი არხი” თავის გვერდზე სოციალურ ქსელში განათავსა რეპორტაჟი იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა მონასტრიდან წაიღეს ფრესკები და ხატები და სახელმწიფო საზღვრის მათ მხარეზე გააკეთეს წარწერა აზერბაიჯანულ ენაზე: “ჩემი გული ჩემი სამშობლოა”.
აღშფოთებული საზოგადოება მთავრობას უმწეობაში ადანაშაულებს, ამ დროს კი აზერბაიჯანის პროპაგანდისტული სისტემა აქვეყნებს ყალბ ინტერვიუს საქართველოს სახელმწიფო მოღვაწეებთან და ცდილობს მიაწეროს სომხებს, თითქოს ისინი პრეტენზიებს აცხადებენ 28 ქართულ ეკლესიაზე. ერთი რამ ცხადია: აზერბაიჯანი არ აპირებს სამონასტრო კომპლექსის საქართველოსათვის დათმობას. დავით გარეჯის მიტაცებით ბაქო ემზადება თავისი ეთნოგენეზის (წარმომავლობის) საკითხის გაშუქების ახალი ფრონტისათვის. აზერბაიჯანს ხომ სულ 102 წლის ისტორია აქვს. ზოგადად, ილჰამ ალიევის აგრესიული პოლიტიკა ემყარება რევიზიონიზმის კონცეფციას, რომლის თანახმად, აზერბაიჯანელები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ისინი კავკასიის ძირძველი ერი არიან. ამ მტკიცებულებს შემდგომში ისინი გამოიყენებენ მეზობელ სახელმწიფოებთან ტერიტორიული დავების მოგების მიზნით. წერს „ინფოტეკა 24“.