პოლიტიკა
გაიზარდა მტრის დანაკარგების რაოდენობა. განადგურდა კიდევ 1 ვერტმფრენი, 3 ტანკი და 7 უპილოტო მფრინავი აპარატი

გაიზარდა მტრის დანაკარგების რაოდენობა. ერთი ვერტმფრენი, სამი ტანკი, 2 საინჟინრო ჯავშანტექნიკა და 7 უპილოტო მფრინავი აპარატი. ამის შესახებ არცახში ჟურნალისტებთან ბრიფინგის დროს აღიშნა არცახის თავდაცვის არმიის ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა სურენ სარუმიანმა.
”ზოგადად, ამ დროისთვის მტერმა დაკარგა 4 ვერტმფრენი, 33 ტანკი და საქვეითო საბრძოლო მანქანა, 27 უპილოტო მფრინავი აპარატი, 2 საინჟინრო ჯავშანტექნიკა”, – აღნიშნა სარუმიანმა.
კითხვაზე, შეესაბამება თუ არა სიმართლეს აზერბაიჯანული მხარის მიერ გავრცელებული ჭორები, რომ მათ სიმაღლე დაიკავეს, სარუმიანმა უპასუხა, რომ ასეთი მცდელობა მოხდა, მაგრამ მთა კვლავ სომხური მხარის კონტროლის ქვეშაა.







