
სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების ფრაქციის “ჩემი ნაბიჯი” ყოფილი დეპუტატი, ყოფილი ტელეწამყვანი ლუსინე ბადალიანი არცახის წინა ხაზზე მიემგზავრება. მან პირადად გაავრცელა ინფორმაცია Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
”ჩვენ წავედით, ჩვენ არ გვაქვს დასათმობი სამშობლო. კარგად იყავით, ზურგი კარგად დაიცავით. ყველა მიყვარხართ”, – წერს დეპუტატი.
მან მოუწოდა სამშობლოს დაცვას შეუერთდნენ და სამხედრო კომისარიატს მიმართონ. დეპუტატმა მოიყვანა პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ცნობილი სიტყვები.
”სომხეთის მომავალი ერთ ადამიანზეა დამოკიდებული, და ეს ერთი ადამიანი ხარ შენ”.







