
სომხეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლის ანა ჰაკობიანის მიერ თავმოყრილი ქალთა რაზმი უკვე მზად არის ფრონტზე გასასვლელად. ჰაკობიანმა ინფორმაცია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განათავსა.
”ათდღიანი სწავლების შემდეგ, ჩვენი რაზმი მზად არის საბრძოლო ამოცანის შესასრულებლად”, – წერს იგი.
პრემიერ მინისტრის მეუღლემ ასევე განაცხადა, რომ რაზმს უკვე აქვს სახელი.
”ჩვენ რაზმს სომხეთის დედოფლის ერატოს სახელი დავარქვით”, – დასძინა მან.
ერატონი არტაშესიანთა დინასტიის უკანასკნელი დედოფალია.
პოსტს თან ერთვის ფოტოებიც, რომლებშიც ჩანს სამხედრო მომზადების პროცესი.












