
მოსკოვში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტ პიტერ მაურერთან შეხვედრის დროს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მხარი დაუჭირა წინადადებას მთიან ყარაბაღში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სამუშაოებში მხარდასაჭერად 2 მილიონი ევროს ჩადების შესახებ. ამასთან დაკავშირებით ,,როსია 24“-ის ეთერში განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
”პრეზიდენტმა პუტინმა მხარი დაუჭირა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში რუსეთის რიგითი ინვესტიციის შეთავაზებას. 2 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდება მთიან ყარაბაღში და მის გარშემო, ამ სტრუქტურის მუშაობის მხარდასაჭერად”, – აღნიშნა მან.







