
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ შესაძლებელია მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების რაოდენობის გაზრდა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამაზე შეთანხმდებიან სომხეთი და აზერბაიჯანი. ამის შესახებ პუტინმა განაცხადა პრესის პრესკონფერენციაზე .
„რაც შეეხება ჰუმანიტარული მისიის კონტინგენტში სამშვიდობოების რაოდენობის ზრდას, ეს შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ ყველა მხარის თანხმობით, აზერბაიჯანის ჩათვლით, რადგან ჩვენ თავდაპირველად განვიხილეთ ჩვენი სამშვიდობოების რაოდენობა და იგი შეთანხმებულია”, – თქვა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თუ მხარეები განაცხადებენ სამშვიდობოების რაოდენობის გაზრდის აუცილებლობის შესახებ, ისინი ამას გააკეთებენ.







