
29 აგვისტოს, 00:20 საათისათვის, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სხვადასხვა კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა გამართეს სომხეთის პოზიციებზე გეგარქუნიქის რეგიონში, კერძოდ, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის სოთქის მონაკვეთზე, რის შედეგადაც მოხდა ინტენსიური შეტაკება, რომელიც ორი საათი გრძელდებოდა.
02: 25 საათზე აზერბაიჯანის პოზიციებთან მოვიდა სასწრაფო დახმარების მანქანა, ამის შემდეგ სომხურმა მხარემ შეწყვიტა სროლა, რათა მტრის მხარეს შესძლებოდა დაჭრილების ევაკუაცია.
სომხური მხრიდან მსხვერპლი არ არის. ინფორმაციას ავრცელებს სომხეთის თავდაცვის სამინისტრო.







