საზოგადოება
აზერბაიჯანი და საქართველო ევროვიზიის ჟიურიდან დაითხოვეს
აზერბაიჯანი და საქართველო ევროვიზიის ჟიურიდან მოხსნეს, ამის შესახებ იუწყება eurovision-contest.ru.
გადაწყვეტილება „ევროვიზიის“ ორგანიზატორმა ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) გამოაცხადა.
14 მაისს კენჭისყრაზე ხუთი ქვეყნის – საქართველოს, მონტენეგროს, პოლონეთის, რუმინეთისა და სან მარინოს ჟიური დაითხოვეს.
მათ მანიპულირებასა და კონკურენციის წესების დარღვევაში ედებათ ბრალი.