
არცახის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დაახლოებით 15:00 საათზე, საკონტაქტო ხაზის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, აზერბაიჯანულმა ქვედანაყოფებმა თავდასხმისას დრონები გამოიყენეს, რის შედეგადაც შეიარაღებული ძალების ერთი ჯარისკაცი სასიკვდილოდ დაიჭრა. კიდევ 8 სამხედრო მოსამსახურე სხვადასხვა ხარისხით დაშავდა.
ამის შესახებ იუწყება არცახის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური. მოვლენების შემდგომო განვითარების შესახებ პერიოდულად ცნობას გაავრცელებენ.
მანამდე თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 3 აგვისტოს, 09:00 საათიდან, აზერბაიჯანულმა ქვედანაყოფებმა უხეშად დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, თავდაცვის სამინისტროს პოზიციების მიმართულებით ყუმბარმტყორცნები და საზენიტო რაკეტები გამოიყენეს, რის შედეგადაც 7 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა, რომელთაგან 6-ის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.







