
31 აგვისტოს ბრიუსელში დაგეგმილია სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სამმხრივი შეხვედრა.
ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან აცნობეს.







