
პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი გამართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
საუბარი შეეხო სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის 31 აგვისტოს ბრიუსელში დაგეგმილ სამმხრივ შეხვედრას. მხარეებმა ხაზი გაუსვეს დიალოგის გაგრძელებას და იმედი გამოთქვეს, რომ მოლაპარაკებები ეფექტური იქნება.
ნიკოლ ფაშინიანმა და შარლ მიშელმა სომხეთ-ევროკავშირის ორმხრივი დღის წესრიგის საკითხებიც განიხილეს.







