
ამერიკის შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია ცნობებით სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე თავდასხმების შესახებ, მათ შორის სომხეთის ტერიტორიაზე არსებული სამოქალაქო დასახლებების მიმართ.
ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა და აღნიშნა, რომ როგორც უკვე დიდი ხანია აცხადებენ, კონფლიქტს სამხედრო გადაწყვეტა არ შეიძლება ჰქონდეს. „ჩვენ მოვუწოდებთ ყველა სამხედრო ოპერაციის დაუყოვნებლივ შეწყვეტას“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.







