
აზერბაიჯანელი სამხედროების მიერ სომეხი სამხედრო ტყვეების სროლის ამსახველი ვიდეოს გამო ბაქოს წინააღმდეგ მიმართვა ევროპისა და გაეროს საერთაშორისო სასამართლოებს წარედგინება. ამის შესახებ თავის “ფეისბუქის” გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის წარმომადგენლის პრესსპიკერმა საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებში ჰასმიკ სამველიანმა.
საერთაშორისო იურიდიულ საკითხებში წარმომადგენლის ოფისი ეხება ვიდეოს, რომელიც დღეს დილით ტელეგრამის არხებზე გავრცელდა, სადაც სომეხი ტყვეების დახვრეტაა წარმოდგენილი. ეს დე ფაქტო ომის დანაშაულია.
გაცნობებთ, რომ ამჟამად ვმუშაობთ შესაბამის სტრუქტურებთან. ფაქტების შედარებით და ნათელი მტკიცებულებებით, დილით ჩვენ აზერბაიჯანის წინააღმდეგ ახალ განაცხადს წარვადგენთ ევროპისა და გაეროს საერთაშორისო სასამართლოებში“, – წერს სომხეთის რესპუბლიკის წარმომადგენლის პრესმდივანი საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებში.







