საზოგადოება

საქართველოში ახალი ავიაკომპანია იფრენს

,,ნეტგაზეთი.გე” წერს, რომ თბილისის მიმართულებით მოლდოვური კომპანია Air Moldova იფრენს.

კომპანიამ უკვე განახორციელა პირველი რეისი. კიშინეუ-თბილისის რეისით, რომელიც ავიაკომპანიამ დღეს შეასრულა, 140 მგზავრი ჩამოფრინდა, ხოლო, თბილისიდან კიშინეუში 133 გაფრიდა.

ფრენები ყოველ ორშაბათს და პარასკევს, Airbus 319 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.

ნოემბრიდან, ზამთრის სეზონზე, ავიაკომპანია ფრენების ყოველკვირეული სიხშირის ოთხამდე გაზრდას გეგმავს.

ნახეთ მეტი
Back to top button