
17 ოქტომბერს სომხეთის თავდაცვის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა მიიღო ევროკავშირის ტექნიკური შემფასებელი მისიის წევრები.
თავდაცვის მინისტრი მიესალმა მისიის ვიზიტს სომხეთში, გამოთქვა მზადყოფნა, ითანამშრომლოს მისიასთან და მხარი დაუჭიროს მისიას. შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრს მისიის ძირითადი მიზნები და ამოცანები წარუდგინეს. მხარეებმა მისიის საქმიანობის ტექნიკური და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.







