სომხეთსა და ირანს შორის ვაჭრობის მოცულობის ზრდა 40%-ზე მეტი იქნება

სომხეთის ფინანსთა მინისტრი ტიგრან ხაჩატრიანი და მინისტრის მოადგილე ავაგ ავანესიანი სამუშაო ვიზიტით ირანის ისლამურ რესპუბლიკაში 7-9 ნოემბერს იმყოფებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ირანის პრეზიდენტის მოადგილეს მასუდ მირქაზემთან, ირანის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან ეჰსან ხანდუზთან და სხვა მაღალჩინოსნებთან.
ტიგრან ხაჩატრიანსა და ეჰსან ხანდუზის 8 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა მეზობელ ქვეყნებს შორის არაერთ ეკონომიკურ პრიორიტეტს, კერძოდ, წლიური 3 მილიარდი დოლარის ვაჭრობის განხორციელებას, 5 მილიონ ტონამდე საქონლის გაცვლას, ასევე ფინანსური, საბანკო, სავაჭრო და საბაჟო ურთიერთობების გამარტივება და განვითარებას.
როგორც მინისტრმა ხაჩატრიანმა აღნიშნა „ირანსა და სომხეთს შორის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობებს ათწლეულების ისტორია აქვს. ყველა მიმდინარე მოლაპარაკების საფუძველი ორ ქვეყანას შორის გრძელვადიანი თანამშრომლობაა და სომხეთსა და ირანს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დონის 3 მილიარდ დოლარამდე გაზრდის მიზანი სწორედ ამ ძირითადი საფუძვლების დასტურია“. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ წელს ორ ქვეყანას შორის გაცვლის მოცულობის ზრდა 40 პროცენტზე მეტი იქნება.







