ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია რუსეთი სომხეთის გარეშე – რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს წევრი

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ყაზბეკ ტაისაევმა განაცხადა, რომ სომხეთი რუსეთის გარეშე ვერ წარმოუდგენიათ და რუსეთი სომხეთის გარეშე. https://www.radar.am/hy/news/politics-2536179409/
მისი თქმით: „ჩვენს ქვეყნებს დიდი გამარჯვება აკავშირებს, რომელსაც ვერავინ წაართმევს. ჩვენ ასევე გვაკავშირებს საერთო კულტურა, ისტორია, რელიგია, რწმენა“.
ტაისაევმა განაცხადა, რომ საპარლამენტო თანამშრომლობის კომპონენტს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი როლი უნდადაეკისროს სომხეთისა და რუსეთის პრობლემების გადაჭრაში. მისი თქმით, სომხეთის ეროვნულ ასამბლეაში განხილვამ მეგობრულ და კონსტრუქციულ ატმოსფეროში ჩაიარა. „ჩვენ შევთანხმდით, რა ნაბიჯები უნდა გადადგას ორმა პარლამენტარმა სამომავლოდ. გვაქვს ზემო ლარსზე წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება. ლარსთან დაკავშირებით არის პრობლემები და ამ პრობლემებთან დაკავშირებით შეიქმნება სამუშაო რუკა, რაც ხელს შეუწყობს შემდგომ ნაბიჯებს“.







