საზოგადოება

2022 წლის მესამე კვარტალში უცხოელებმა სომხეთში 522 უძრავი ქონება შეიძინეს

2022 წლის მესამე კვარტალში, ივლისის, აგვისტოსა და სექტემბრის თვეებში, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სომხეთში 522 ერთეული უძრავი ქონება იყიდეს და 740 გაყიდეს.

https://armenpress.am/arm/news/1096962.html

ამის შესახებ „არმენპრესს“ საკადასტრო კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლები მოჰყავს. ეს არის მთლიანი გაყიდვების ტრანზაქციების 9.5%. 466 ტრანზაქციის შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ მხოლოდ მყიდველი, 684-ის შემთხვევაში გამყიდველი, ხოლო 56 გაყიდვის ტრანზაქციის შემთხვევაში ორივე მხარე უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო. უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ყიდულობდნენ და ყიდდნენ უძრავ ქონებას, ძირითადად იყვნენ რუსეთის, აშშ-ის, ირანის, სირიის, დსთ-ს და ევროპის ქვეყნების მოქალაქეები.

ნახეთ მეტი
Back to top button