მთავარიპოლიტიკა

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს  ენტონი ბლინკენთან  სატელეფონო საუბარი ჰქონდა

15 ნოემბერს სომხეთის  პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან. თანამოსაუბრეებმა გაცვალეს აზრები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის შესახებ, კერძოდ, 7 ნოემბერს ვაშინგტონში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივ შეხვედრასთან დაკავშირებით.

სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა გამოთქვა აშშ-ის მზადყოფნა გააგრძელოს მხარდაჭერა სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების , ასევე მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოგვარების მიმართულებით.

პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა მაღალი შეფასება მისცა აშშ-ს ძალისხმევას და სახელმწიფო მდივნის ბლინკენის პირად ჩართულობას.

თანამოსაუბრეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ დისკუსიებს რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დონის ამაღლებისკენ მიმართული ნაბიჯების შესახებ, მათ შორის ჰუმანიტარული საკითხების მოგვარებაზე.

ნახეთ მეტი
Back to top button