პოლიტიკა
„გლობალური ლიდერობის ფონდის“ წარმომადგენლები მიშლინ კალმი-რეი და ამიტავ ბანერჯი სომხეთს ეწვევიან

გლობალური ლიდერობის ფონდის წარმომადგენლები მიშლინ კალმი-რეი და ამიტავ ბანერჯი სომხეთს 15-18 ნოემბერს ეწვევიან. “არმენპრესის” ცნობით, მათ ვიზიტთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვის გადაწყვეტილება 14 ნოემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო. ის გამოქვეყნდა სრ ელექტრონული მართვის ვებგვერდზე.







