სომხეთს აქვს მთელი რიგი სამხედრო პროდუქციის სერიული წარმოება – ჰაკობ არშაკიანი

სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის, კვლევითი და ექსპერიმენტული სამშენებლო პროექტების დაფინანსება 2023 წელს 2017 წელთან შედარებით 4-ჯერ გაიზარდა და 6,8 მილიარდ დრამზე მეტი შეადგინა. როგორც “არმენპრესი” იუწყება, ეროვნულ ასამბლეაში 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის განხილვისას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ჰაკობ არშაკიანმა განაცხადა.
„იმისთვის, რომ მოქალაქეებისთვის, ჩვენი მიმდევრებისა და ბიზნეს საზოგადოებისათვის გასაგები იყოს კვლევითი და ექსპერიმენტული სამშენებლო პროექტების მნიშვნელობა, ვიყვი, რომ ისინი სამხედრო საჭიროებიდან გამომდინარე მოწინავე ინოვაციური პროდუქტების შესაქმნელი ფინანსური პროგრამებია, რომლებიც განიხილება თავდაცვის სამინისტროს, მეცნიერების კომიტეტის, მაღალტექნოლოგიური მრეწველობის სამინისტროს ხელმძღვანელობით და ფინანსებს ღებულობენ იმ კომპანიებიდან, რომლებიც მოწონებას იმსახურებენ ამ კომისიების მიშაობის პროცესში. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ თითქმის ყველა ნიმუში, რომელმაც გაიარა სახელმწიფო გამოცდები, დაფინანსდა თავად სამხედრო მრეწველობის კომიტეტის მიერ. დღეს უკვე შესაძლებელი გახდა მათი გამოცდა რეალურ პირობებში და სამხედრო ტესტირებით. დღეისათვის უკვე გვაქვს რიგი შეკვეთები სერიული წარმოებისთვის კომპანიების ფარგლებში“, – თქვა არშაკიანმა.
ეროვნული ასამბლეის ვიცესპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნიმუშები უკვე საცდელი დაკვეთები კი არ არის, არამედ თავდაცვის სამინისტროს სერიული შეკვეთებია.
„ჩვენ შეგვიძლია დავაფიქსიროთ, რომ სომხეთში დღეს არის მთელი რიგი პროდუქტების სერიული წარმოება, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატების, რადარული სისტემების, ღამის და დღის დაკვირვების ოპტიკური სისტემების და რიგი სხვა ნაწარმის, რომლებმაც გაიარეს სახელმწიფო და სამხედრო ტესტები და მიმდინარეობს მათი მიწოდება“, – თქვა ჰაკობ არშაკიანმა.







