მთავარიპოლიტიკა

ჩვენ შორიდან ვერ ვუყურებთ, როგორ კვდებიან ადამიანები შიმშილით  –  არარატ მირზოიანი

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ეუთოს მინსკის ჯგუფის სხდომაზე მისი გამოსვლა Twitter-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა იმოქმედოს და გულგრილად არ მოეპყრან ალყაში მოქცეული ხალხის ბედ-იღბალს.

„ჰუმანიტარული კრიზისი დღითიდღე ღრმავდება. ჩვენ არ შეგვიძლია გვერდზე გავდგეთ და ვუყუროთ, როცა ხალხი ნელ-ნელა შიმშილით კვდება პოლიტიკური თამაშებისა და შესაძლოა გეოპოლიტიკური მოსაზრებების გამო. მოქმედების დრო ახლაა“, – წერს მირზოიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button