პოლიტიკა
სომხეთმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ საქმის ფარგლებში საერთაშორისო სასამართლოს მემორანდუმი წარუდგინა

აზერბაიჯანის წინააღმდეგ „რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საერთაშორისო კონვენციის“ გამოყენების საქმეზე სომხეთმა საერთაშორისო სასამართლოს მემორანდუმი წარუდგინა. ამის შესახებ „არმპრესი“ (https://armenpress.am/arm /news/1102434.html) საერთაშორისო იურიდიულ საკითხებში წარმომადგენლის, ეღიშე კირაკოსიანის პოსტზე დაყრდნობით იუწყება.
„2023 წელს 23 იანვარს სომხეთმა იუსტიციის საერთაშორისო სასამართლოს წარუდგინა მემორანდუმი აზერბაიჯანის წინააღმდეგ „რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საერთაშორისო კონვენციის“ გამოყენებით, რომელშიც დეტალურად არის მოცემული ათწლეულების მანძილზე აზერბაიჯანის მიერ ამ კონვენციის დებულებების დარღვევის შესახებ“ – წერს კირაკოსიანი Twitter-ის საკუთარ გვერდზე.







